„ოქროსფერი შემოდგომა“ - შემოქმედებითი კონკურსი და ლამაზი წარმოდგენა ქვემო კაპანახჩის საჯარო სკოლაში
03-12-2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო კაპანახჩის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით. პედაგოგები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ და მოსწავლეთა შემოქმედებითობას ახალისებენ. 

სკოლაში გაიმართა კონკურსი - „ოქროსფერი შემოდგომა“. კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ნამუშევრები წარმოადგინეს. ღინისძიების ბოლოს კი საუკეთესოები სიგელებითა და პრიზებით დაჯილდოვდნენ. 

ღონისძიებაზე ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები შემოდგომაზე, იცეკვეს და იმღერეს... გაითამაშეს სხვადასხვა თეატრალური წარმდგენა.

ღონისძიება პედაგოგ მაჰნურ ანვაროვას ინიციატივით გაიმართა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203