
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს.
მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და მრავალფეროვნებას ხოტბა შეასხეს და შთამბეჭდავი ღონისძიება - „მიილია შემოდგომა“ გამართეს. მოსწავლეებმა აღნიშნეს თუ რაოდენ მრავალფეროვანია შემოდგომა საქართველოში. ბავშვებმა მოადუღეს თათარა და ჩურჩხელები ამოავლეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი ნიჭისა და შესაძლებობების განვითარებას მსახურება.
იხილეთ ფოტოები: