ბოლნისის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელთა „მოგზაურობა ანბანის სამყაროში“
03-12-2024

ბოლნისის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელები ანბანს სახალისო და საინტერესო აქტივობებით სწავლობენ.

პატარების პირველი მასწავლებელი ცდილობს მოსწავლეებს სასკოლო ცხოვრების პირველი ნაბიჯები შემეცნებით თავგადასავლად უქციოს. ამიტომ მრავალფეროვან სასწავლო რესურსს სთავაზობს და მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავს. 

ახლახან, პირველ კლასში ჩატარდა ღონისძიება „მოგზაურობა ანბანის სამყაროში“. პირველკლასები ღონისძიებაში დიდი შემართებით ჩაერთნენ, იაქტიურეს და წიგნიერების სამყაროში გადადგმული პირველი თამამი ნაბიჯები იზეიმეს. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა მშობლიური ენის (სომხური ენა) მასწავლებლი კარინე ალიხანიანი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...