„მომავალი განათლებაშია“ - ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „ერთობის“ გზავნილი და საგანმანათლებლო აქტივობები
03-12-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლაში სამაგალითო მოქალაქეები იზრდებიან, მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე კი პედაგოგები ზრუნავენ, რომლებიც სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

სკოლაში წარმატებით მუშაობს - სამოქალაქო კლუბი „ერთობა“. „ერთობის“ წევრებმა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კვირეულის ფარგლებში, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეების მონაწილეობით, განახორციელა რამოდენიმე აქტივობა. გაიმართა საგანმანათლებლო პრეზენტაცია, ფილმზე დისკუსია, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემები, რომელიც ასახავდა ქალთა მიმართ ძალადობასა და  დისკრიმინაციის.

„ჩვენ ერთად ვქმნით ნათელ მომავალს, მომავალი განათლებაშია“,- ასეთია მოსწავლეთა გზავნილი და შემართება. 

მოსწავლეთა სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნინო დიასამიძე გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203