თბილისის N31 სკოლის „STEM კლუბი 31“ STEM ფესტივალის ფინალისტია
03-12-2024

თბილისის N31 საჯარო სკოლაში STEM განათლების მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ და ამ მიმართულებით მოსწავლეთა განვითარებაზე ზრუნავენ. 

სკოლაში წარმატებით მუშაობს - „STEM კლუბი 31“, რომლის წევრებიც საინტერესო აქტივობებში არიან ჩართულნი და მათემატიკის, ინჟინერიის, ტექნოლოგიისა და მეცნიერების მიმართულებიც ცოდნას იმდიდრებენ

30 ნოემბერს, სკოლის „STEM კლუბი 31“-მა დიდი წარმატება მოიპოვა სტემ ფესტივალის - „ჩხირკედელა 2“-ის მეორე ტურში.

კლუბის წევრებმა - მარიამ ათუაშვილმა, ელისაბედ ჩიქობავამ, ნიკოლოზ გულაშვილმა და ნიკოლოზ ლომთაძემ წარმატებით გაართვეს თავი ქიმიისა და ინჟინერიის გამოწვევებს და სკოლის გუნდი ფინალში გაიყვანეს.

მოსწავლეებს საჩუქრებიც გადაეცათ:

• სამახსოვრო მაისურები;

• საინტერესო პროექტების წიგნი;

არდუინოს ნაკრები სპეციალურად ფინალისტებისთვის.

ასევე მასწავლებლის სახლის საგამოფენო სივრცეში მოეწყო სხვადასხვა სკოლის გუნდების ნამუშევრების გამოფენა, სადაც „STEM კლუბი 31“-მა წარადგინა კლუბის ყველაზე პატარა წევრის სანდრო გუჯაბიძის ნამუშევარი - „მცენარის დაცვა ლაზერით“.

 კლუბის მენტორები არიან: 

• ფიზიკა - თამარ ყირიმლიშვილი-დავითაშვილი;

• ქიმია - მანანა მათნაძე.

კლუბი დიდი მადლობას უხდის ფესტივალის ორგანიზატორებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203