ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მორიგი გამარჯვება და ინტელექტუალური თამაშის ფინალის საგზური
02-12-2024

ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან საგანმანათლებლო კონკურსებსა და ინიციატივებში.

ამჯერად, სკოლა აქტიურადაა ჩართული, ინტელექტუალურ თამაშში - „ტვინების ბრძოლა“. პირველ და მეორე ტურებში მოპოვებული წარმატების შემდეგ მოსწავლეებმა რეგიონალურ ტურში იასპარეზეს, სადაც სამი გუნდიდან 2-მა გამარჯვება მოიპოვა. 

რეგიონული ტურის პირველი ასაკობრივი ჯგუფის (მე-3 - მე-5 კლასი) თამაში კვლავაც ბარდნალის საჯარო სკოლის გუნდ „გამბედავების“ გამარჯვებით დამთავრდა, რომელიც მხოლოდ მეხუთეკლასელი ვაჟებითაა დაკომპლექტებული.

„თუმცა, გამარჯვებაცაა და გამარჯვებაც“, როგორც სკოლაში აფასებენ, მოსწავლეებმა 15 შეკითხვიდან -15 სწორი პასუხი, ანუ 90 ქულიდან - მაქსიმალური 90 ქულა მოიპოვეს. 

ასევე  პირველი ადგილის მფლობელი გახდა მეორე ასაკობრივი ჯგუფის (მე-6 - მე-8 კლასები) გუნდი -„შევარდენი ".

სკოლის დირექცია, დირექტორის - მთვარისა ახვლედიანის ხელმძღვანელობით მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებს. 

„სკოლის დირექცია გილოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ მიღწევას, რომელიც თქვენი მშობლებისა და მასწავლებლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია  და წარმატებებს გისურვებთ ფინალურ ტურშიც! ჩვენო ჭკვიანებო, ამ წარმატებას, ვულოცავ თქვენს მშობლებს, მასწავლებლებსა და მთელ სკოლას!“, - ასე ულოცავენ სკოლაში მოსწავლეებს მიღწეულ შედეგს და წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203