განძის N2 საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ღონისძიება მიეძღვნა 
02-12-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.

ამჯერად, სკოლაში, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა. 

ღონისძიება ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგების - ვახტანგ ხუციშვილის და კარინე ჰარუთიუნიანის დახმარებით გაიმართა. მოსწავლეებმა მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს. მათ ასევე მხატვრულად წაიკითხეს დიდი მწერლის ლექსები.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და შემართებით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203