ჟახუნდერის საჯარო სკოლა მოსწავლეთა წარმატებისთვის მადლობის სიგელით დაჯილდოვდა 
02-12-2024

ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლის მოსწავლეები არაერთ ოლიმპიადასა და ჩემპიონატში მონაწილეობენ.

​მათ შორის იყო 2023-2024 სასწავლო წლის ოლიმპიადა, სადაც მათ წარმატებით იასპარეზეს.

აღსანიშნავია, რომ ჟახუნდერის საჯარო სკოლა 2023-2024 სასწავლო წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებულ გეოგრაფიის, ბიოლოგიისა და ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში მიღწეული წარმატებისათვის მადლობის სიგელით დაჯილდოვდა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეები წელსაც აქტიურად მონაწილეობდნენ ოლიმპიადაში.

„იმედია წელსაც გაგახარებენ. წარმატებებს უსურვებთ მათ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...