დაბა თიანეთის N2 სკოლის მოსწავლეთა გუნდმა მაგიდის ჩოგბურთში, მუნიციპალურ თამაშებზე საპრიზო ადგილი დაიკავა
02-12-2024

დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპორტის პოპულარიზაციასა და მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებას. 

ამჯერად, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ლევან წიკლაურის ინიციატივით თიანეთში, 2024 წლის ნოემბერში გაიმართა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მაგიდის ჩოგბურთში ვაჟებისთვის, სადაც დაბა თიანეთის ყველა სკოლასთან ერთად მონაწილეობდა თიანეთის N2 საჯარო სკოლაც.

სკოლის გუნდი დაკომპლექტებული იყო მე-8 და მე-10 კლასის მოსწავლეებით, რომლებმაც მე-3 ადილი დაიკავეს და სიგელები დაიმსახურეს, როგორც მოსწავლეებმა, ასევე  სკოლის სპორტის პედაგოგმა ნადია უშიკიშვილმა.

„ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას და მომავალ წარმატებებს ვუსურვებთ“, - ამ სიტყვებით მიულოცეს სკოლაში პედაგოგს და მოსწავლეებს და წინსვლა უსურვეს. 

იხილეთ ფოტოები: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203