
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პროექტებით სწავლებასა და მოსწავლეებისთვის საინტერესო ინიციატივების შეთავაზებას.
ამჯერად, VIIა და VIIბ კლასში, ინგლისური ენის მასწავლებლის, თამილა დუმბაძის ხელმძღვანელობით განხორციელდა პროექტი - „ეს ჩვენ ვართ“.
მოსწავლეებმა ისაუბრეს მეგობრულ ურთიერთობებზე, ინტერესებზე, ოცნებებზე და გატაცებებზე. მათ ერთმანეთის შესახებ გააკეთეს ზეპირი მიმოხილვა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა პრეზენტაციები ხალისით წარადგინეს და დადებითი ემოციებითაც აღივსნენ.
იხილეთ ფოტოები: