„თუშეთის და ფშავეთის ხელნაკეთი ქუდები“ - აგანის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეთა ორიგინალური გაკვეთილი 
02-12-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.

ამჯერად, პედაგოგმა - ა. მამულიანმა საგანში - ჩვენი საქართველო, მოსწავლეებს საინტერესო, ორიგინალური გაკვეთილი შესთავაზა.

გაკვეთილი თემაზე - „თუშეთის და ფშავეთის ხელნაკეთი ქუდები“ VI კლასში ჩატარდა. 

მოსწავლეებმა ხელნაკეთი ქუდები მოირგეს, აღნიშნული თემის შესახებ ინფორმაციები მოიძიეს და ერთმანეთს გაუზიარეს, ბოლოს კი ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას ხელს უწყობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203