დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა შთამბეჭდავი ღონისძიებით გააცილეს 
02-12-2024

დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში საწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. 

მათ შორის, ახლახან, თვითმმართველობის თავჯდომარის - ნელი ჭურჭელაურის ხელმძღვანელობით, სასკოლო ღონისძიება - „შემოდგომა“ გაიმართა. 

ღონისძიების ფარგლებში, I-XII კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოების წინაშე სხვადასხვა ლამაზი ნომერი წარადგინეს, თავიანთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს და შემოდგომა მხიარულად, ცეკვა-სიმღერით გააცილეს. 

აღსანიშნავია, რომ სადღესასწაულო გარემოს შესაბამისად მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა. 

„შემოდგომას სულ პირველად

რუსთაველზე გაიგებ.

ქარი ფოთლებს, ჭადრის ფოთლებს

გაშლის ფეხქვეშ გაიგებს“,- სწორედ ეს ლექსი გასდევდა ღონისძიებას. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203