იყალთოს საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
02-12-2024

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლაში გამორჩეულად აქტიური და მოტივირებული მოსწავლეები სწავლობენ. 

ახლახან, სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით, ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ გაიმართა. მასში მე-6 - მე-8 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მეექვსეკლასელებმა უფროსკლასელებს ტოლი არ დაუდეს, ყველაზე მეტი ქულა დააგროვეს და I ადგილი დაიკავეს. II და III ადგილზე კი, მე-7 და მე-8 კლასების გუნდები გავიდნენ.

„ვულოცავთ წარმატებას ჩვენს გონიერ, საზრიან მოსწავლეებს და ვუსურვებთ შემდგომ წინსვლასა და გამარჯვებებს“,- ასეთია სასკოლო საზოგადოების სურვილები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203