
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლაში აქტიურად იმართება საინტერესო და შემეცნებითი შეხვედრები, რომლებიც მნიშვნელოვან საკითხებს ეხება და მიმართულია მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისკენ.
ამჯერად, სასკოლო პროექტის - „კონფლიქტების მართვა“, ფარგლებში სკოლის მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია, სახელწოდებით - „კონფლიქტები, კონფლიქტების მართვა და მისი გადაჭრის გზები“.
ასევე მოსწავლეებმა დაამზადეს ბუკლეტები, რომელიც სასკოლო საზოგადოებას დაურიგეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტს ხელმძღვანელობდნენ სკოლის პირველი უცხოური ენის (ინგლისური) მასწავლებლები: ნათელა გოგოლაძე-გელაშვილი და ნონა კაპანაძე.
იხილეთ ფოტოები: