„პალეოლითის უძველესი ადამიანის საცხოვრებელი ადგილები“ - აგანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ისტორიის გაკვეთილი
02-12-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ, რომლებშიც ბავშვები დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, ასეთი საინტერესო სკოლის VII კლასში ჩატარებული ისტორიის გაკვეთილი იყო. 

გაკვეთილის თემა: „პალეოლითის უძველესი ადამიანის საცხოვრებელი ადგილები“ იყო და მას პედაგოგი არმინე მამულიანი ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეებმა თემასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და საინტერესო ნამუშევრები შექმნეს.

მათ ასევე დაამზადეს კედლის გაზეთი, სადაც ცოდნა და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდაზე აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203