
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რომლებშიც მოსწავლეები დიდი სიამოვნებით ერთვებიან.
ამჯერად, მოსწავლეებმა წელიწადის ოქროსფერი სეზონი - შემოდგომა, საზეიმოდ გააცილეს და მრავალფეროვანი ღონისძიება გამართეს.
მრავალფეროვნად მორთულ საგანმანათლებლო სივრცეში მოსწავლეებმა საინტერესო ნომრები შეასრულეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
მოსწავლეებისთვის დღე დასამახსოვრებელი და ემოციებით სავსე აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: