„ჩვენი სკოლის სამაგალითო მედეა მასწავლებელი“- შავღელეს საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგის ხელმძღვანელობით, მასშტაბურ ფესტივალს შეუერთდნენ
03-12-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში პროფესიონალი პედაგოგები ასწავლიან, რომლებიც მოსწავლეებს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას გადასცემენ, არამედ ხელს უწყობენ, აქტიურად შეუერთდნენ საინტერესო ინიციატივებს და მიიღონ ახალი გამოცდილება. 

მათ შორისაა პედაგოგი მედეა გათენაძე, რომლის ხელმძღვანელობითაც, მოსწავლეები ქობულეთში გამართულ მასშტაბურ შემოდგომის ფესტივალს შეუერთდნენ. 

ბავშვებისთვის ეს დაუვიწყარი გამოცდილება და ემოციებით სავსე დღე აღმოჩნდა, პედაგოგს კი მადლობას უხდიან სკოლაში, განსაკუთრებით მადლიერი კი, სკოლის დირექტორი ზაირა ბოლქვაძეა.

„ჩვენი სკოლის სამაგალითო მედეა მასწავლებელი. მადლობა მედეა მასწავლებელო ყველაფრისთვის, რასაც აკეთებ ჩვენი ბავშვებისთვის. გაუმართლა ჩვენ სკოლას თქვენაირი მასწავლებელი რომ ყავს“, - აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203