
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო, მოსწავლეთა განვითარებასა და ინტერესებზე მორგებული აქტივობებითაა გაჯერებული.
პედაგოგები მათ სხვადასხვა ღონისძიებას სთავაზობენ. ახლახან, სკოლაში მორიგი სახალისო აქტივობა გაიმართა.
მის ფაგრლებში, VI და VII კლასების მოსწავლეებმა წარმოდგენა ზღაპარ „წითელქუდას“ მიხედვით, უცხოურ ენაზე დადგეს. მათ პერსონაჟების როლები დიდი ოსტატობით მოირგეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
მათ პედაგოგი ნათელა ირემაძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: