ქვედა სამების საჯარო სკოლაში საფეხბურთო შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა 
02-12-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამების საჯარო სკოლაში მოსწავლეების ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამ მიმართულებით, სკოლაში არაერთი აქტივობა ეწყობა. ახლახან, იქ, ფეხბურთში შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა. 

შეჯიბრი დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებს შორის გაიმართა. მათ სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს და ღირსეულად იასპარეზეს. 

მათთვის აღნიშნული ღონისძიება ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, რაზეც მათი ჩართულობაც მეტყველებდა. შეჯიბრს მასწავლებელი ნარგიზ ჯაში ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203