პატარა სამსარის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა 
02-12-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარის საჯარო სკოლაში არაერთი შემეცნებითი და ინტელექტუალური კონკურსი იმართება, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში, ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობდნენ მე-4, მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეები. ბავშვებმა ცოდნა და სხარტი აზროვნება წარმოაჩინეს.

როგორც სკოლაში ამბობენ, აღნიშნული თამაში მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, ჯგუფური მუშაობის უნარის განვითარებას.

თამაშის მეორე დღეს, 27 ნოემბერს კი გამარჯვებული ჯგუფები სიგელებით დააჯილდოვეს. 

აღნიშნულ თამაშს მასწავლებელი ლ. კურგინიანი ხელმძღვანელობდა.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებს კონკურსში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის.

„დიდი მადლობა ყველას მონაწილეობისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203