„ზღაპრული შემოდგომა“ კულიკამის საჯარო სკოლაში 
02-12-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. 

ახლახან, იქ, საშემოდგომო ღონისძიება - „ზღაპრული შემოდგომა“ გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. ისინი სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ, სხვადასხვა პერსონაჟის როლი მოირგეს, შემოქმედებითი ნომრები გამართეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

პატარებმა შემოდგომა ზღაპრულად გააცილეს. აღსანიშნავია, რომ მათ წელიწადის ამ სეზონის თავისებურებებზეც ისაუბრეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს. 

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203