ღოუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლამაზი საშემოდგომო სანახაობა 
02-12-2024

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ღოუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს. 

I, II, III და IV კლასის მოსწავლეებმა ლამაზი ღონისძიება გამართეს და შემოდგომის მშვენიერებას ხოტბა შეასხეს. 

მოსწავლეებმა საშემოდგომო კუთხე მოაწყვეს, გამოფინეს ხილი და ნობათი, რითაც წელიწადის ეს დრო უხვად გვაჯილდოებს. პატარებმა სკოლა შემოდგომის ფერებში მორთეს და ნამდვილი სადღესასწაულო გარემო შექმნეს. 

მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები, მათმა ​ჟრიამულმა მთელი სკოლა მოიცვა‍. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203