ძველი ანაგის და ვაქირის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის ფრენბურთში ამხანაგური თამაში ჩატარდა
02-12-2024

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის და ვაქირის საჯარო სკოლებში სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის ღონისძიებები და აქტივობები, რომლებიც სკოლაში ტარდება.

ამჯერად, სკოლაში, ფრენბურთში ამხანაგური თამაში ჩატარდა. ამავე სკოლის მოსწავლეებმა სოფელ ვაქირის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს.            

შეხვედრა, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ემსახურებოდა სკოლებს შორის მეგობრობის განმტკიცებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

ეს დღე საინტერესო, ნაყოფიერი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეთათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...