„შეხვედრა ემსახურებოდა სკოლებს შორის მეგობრობის გამტკიცებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას“- ძველი ანაგის სკოლაში საფეხბურთო მატჩი გაიმართა 
02-12-2024

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციას და  ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა სპორტული აქტივობა და ღონისძიება იმართება.

აღსანიშნავია, რომ 13 ნოემბერს სკოლაში ფრენბურთში ამხანაგური თამაში ჩატარდა.

ამავე სკოლის მოსწავლეებმა უმასპინძლეს სოფელ ტიბაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს.   

როგორც გვეუბნებიან, შეხვედრა ემსახურებოდა სკოლებს შორის მეგობრობის გამტკიცებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, რომელიც ეტაპობრივად გაგრძლედება და მოიცავს მუნიციპალიტეტის ყველა სკოლას.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება სპორტის სიყვარულს მოსწავლეებში დაწყებითი კლასებიდანვე აღვივებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...