
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და მრავალფეროვნებას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა.
პირველი კლასის მოსწავლეებმა ლამაზი ღონისძიება გამართეს, რომლითაც წელიწადს ეს უმშვენიერესი დრო გააცილეს.
ღონისძიება მოიცავდა მრავალფეროვან საზეიმო პროგრამას. ბავშვებმა საშემოდგომო ნობათი გამოფინეს, აღნიშნეს თუ რაოდენ ბარქიანია შემოდგომა საქართველოში და უთვალავი ძღვენისთვის მადლობა გადაუხადეს.
ღონისძიებას პედაგოგი ირმა მახარაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს არაერთი საინტერესო ღონისძიებით ანებივრებს.
იხილეთ ფოტოები: