საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები უნივერსიტეტის ღია კარის დღეს დაესწრნენ
02-12-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან. 

ახლახან, სკოლა-გიმნაზიის IX კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ინგა ჩადუნელი) იმყოფებოდნენ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში, ღია კარის დღეზე.

მოსწავლეებმა უნივერსიტეტის შეთავაზებების შესახებ შეიტყვეს. ასევე, მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია თვითმფრინავებისა და მფრინავების შესახებ და ნახეს Boeing 747-200-ის ძრავი.

დღემ ძალიან საინტერესო გარემოში ჩაიარა. ახალგაზრდები ახალი ცოდნით, ინფორმაციით და დაუვიწყარი ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ გიმნაზიაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203