საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მე-2 კლასელებმა ცნობილი ზღაპრის თეატრალური ვერსია დიდ სცენაზე ნახეს
02-12-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები მოსწავლეებს ხელოვნების სიყვარულს შთააგონებენ. თეატრალური ხელოვნება კი განსაკუთრებით ფასეულია. 

ახლახან, გასართობი კლასგარეშე ექსკურსიების ფარგლებში, თამარ მეფის სახელობის სკოლა - გიმნაზიის მე-2 კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ნარგიზა შელია) იმყოფებოდნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში.

მოსწავლეებმა დიდ სცენაზე ნახეს ცნობილი ზღაპრის თანამედროვე თეატრალური ვერსია, ბევრი სიმღერით, ცეკვით, იუმორით, სიყვარულითა და სიკეთით აღსავსე წარმოდგენა - „სამი გოჭი“.

მოსწავლეები დადებითი ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ გიმნაზიაში.

მათ თან ახლდათ გიმნაზიის გახანგრძლივებულის პედაგოგი ქეთევან კოჩალიძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203