
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს, სასწავლო მიდგომა მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და ჩართულობით გამოირჩევა.
ახლახან, სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელმა - თვალმზისა გიორხელიძემ III კლასში განახორციელა პროექტი თემაზე - „შემოდგომის ფერთა გამა“.
მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ შემოდგომა, ეს არის მადლიერებისა და სიხარულის დრო, როდესაც ვიმკით ჩვენი შრომის ნაყოფს. გვიანი შემოდგომა ჩვენში განსაკუთრებული ხიბლითა და მომაჯადოებელი ფერებით გამოირჩევა.
მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და მრავალფეროვნებას ხოტბა შეასხეს და აღნიშნეს თუ რაოდენ ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში.
პროექტის დასასრულს მოეწყო ღონისძიება. მოსწავლეებმა ოქროსფერი შემოდგომა ლექსებით, ცეკვებითა და სიმღერებით გააცილეს. კლასის დამრიგებელმა, თვალმზისა გიორხელიძემ მშობლებთან ერთად საკლასო ოთახი შემოდგომის დეკორაციებით მორთო. მშობლები პატარებს ხილითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: