
სამტრედიის N4 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და სახალისო სასწავლო პროცესს სთავაზობენ და გაკვეთილებს სხვადასხვა აქტივობით უმრავალფეროვნებენ.
ახლახან, დაწყებითი კლასის მასწავლებელმა - ირმა გაგუამ მეორე კლასში ჩაატარა შემეცნებითი გაკვეთილი.
მოსწავლეებმა შეისწავლეს ასტრიდ ლინდგრენის მოთხრობა - „როგორ იყიდა ულემ ელვა“.
მოსწავლეებმა მოირგეს ელვას როლი, დაასათაურეს ამბავი და გააფორმეს ნახატებით. ისაუბრეს ელვას ფიქრებსა და გრძნობებზე, ადამიანთა მიმართ დამოკიდებულებაზე.
გაკვეთილი იყო საინტერესო, ემოციურიც და პოზიტიურიც. რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას.
აღსანიშნავია, რომ სამტრედიის N4 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. შემოქმედებითი ტიპის დავალებები მოსწავლეთა დიდი ინტერესით სარგებლობს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: