საბათლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ღონისძიება მიუძღვნეს 
02-12-2024

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით, აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. 

რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე. 

მოსწავლეებმა ერის მამად წოდებული დიდი ქართველი მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებას ხოტბა შეასხეს, აღნიშნეს მისი როლი ერის თვითმყოფადობი შენარჩუნებასა და მსოფლმხედველობის განვითარებაში. 

მოსწავლეებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებიც შეასრულეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...