
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს პოეზიის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უნერგავენ.
ახლახან, მე-2 კლასელებმა საბავშვო მწერალს - ნათელა შაინიძეს უმასპინძლეს და მისი ლექსები მხატვრულად, დიდი სიყვარულით წაიკითხეს.
„დიდი მადლია გერქვას პოეტი, ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც ასეთი ნიჭი ერგო ღვთისგან, მაგრამ უფრო დიდი ბედნიერებაა სიცოცხლეშივე ხედავდე შენი შემოქმედების ღირებულებას და განსხეულებას მომავალ თაობაში. ასეთი ბედნიერება მიანიჭეს დღეს მე-2 კლასის (დამრიგებელი თამრიკო მუჯირი) თვალხატულა გოგო-ბიჭებმა ქალბატონ ნათელა შაინიძეს. სკოლაში მოიწვიეს, მისი საბავშვო ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და სიმბოლური საჩუქარიც გადასცეს. მოწვეულ სტუმრებს კი დაუმტკიცეს, რომ „ასეთი სიყვარული იციან გვირილებმა“ მადლობა ბავშვებო, მადლობა ქალბატონო თამარ!“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: