ხოფურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის მრავალფეროვნებას საკუთარი შემოქმედებით შეასხეს ხოტბა
02-12-2024

ლაშა ქურასბედიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება. 

ახლახან, სკოლაში ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით - „ოქროსფერი შემოდგომა“, ასევე მოეწყო ხოფურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა.

მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და მრავალფეროვნებას საკუთარი შემოქმედებით შეასხეს ხოტბა. 

ღონისძიება ფილოლოგ მადონა ონიანის ორგანიზებით გაიმართა, მუსიკალური გაფორმება ლეილა სტეფანოვა ეკუთვნის, მხატვრული დიზაინი კი -  პედაგოგებს - ზოია ჩანქსელიანსა და ნონა ფურელიანს. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...