
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი წახალისებულია.
ახლახან, სკოლის სპორტის პედაგოგმა - ვლადიმერ სალიამ შიდასასკოლო ტურნირი ჩაატარა მინი ფეხბურთში.
ტურნირში V, VI, VII, VIII და IX კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვან დროს უთმობენ და ამ მიმართულებით მოზარდებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ.
იხილეთ ფოტოები: