
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს.
28 ნოემბერს, სკოლაში ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით - „ოქროსფერი შემოდგომა“.
ღონისძიება მრავალფეროვან საზეიმო პროგრამას მოიცავდა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს ცეკვები და სიმღერები როგორც მშობლიურ, ასევე სახელმწიფო ენაზე.
მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და მრავალფეროვნებას ხოტბა შეასხეს და შთამბეჭდავი ღონისძიება გამართეს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
იხილეთ ვიდეო ბმულზე