იხტილის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო ბიზნესპროექტი და საკონდიტრო ნაწარმის გამოფენა 
02-12-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ამჟამად, მე-11 კლასის მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან ერთად, საინტერესო ბიზნესპროექტს ახორციელებენ. 

ბიზნესპროექტით მოსწავლეებმა საკუთარი საკონდიტრო ნაწარმის გამოფენა მოაწყვეს. ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ მასწავლებლები და მოსწავლეები.

დამსწრე საზოგადოებამ მოსწავლეთა ნახელავი მოიწონა და ბავშვები წაახალისა. 

ღონისძიების ორგანიზატორი იყო სამოქალაქო განათლების მასწავლებელი სათენიკ ლაგზიანი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203