მაწიმის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით გაჯერებული საშემოდგომო ღონისძიება 
29-11-2024

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, სკოლაში, ემოციური და შთამბეჭდავი ღონისძიება ჩატარდა. 

„მეოთხე კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი მანანა გაგნიძე), ხალისითა და გულმოდგინე ჩართულობით შემოდგომის ერთი დღე გაალამაზეს შემოდგომის ფერებით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთნენ, სადაც შესაძლებლობები წარმოაჩინეს. ბავშვებმა ერთად მოამზადეს თათარა, რომელშიც ჩურჩხელები ამოავლეს და ყურძენი დაწურეს.

„გარშემო ყველაფერი შემოდგომასთან იყო ასოცირებული“, - გვეუბნებიან სკოლაში.

სკოლაში ღონისძიების მონაწილეებს და ორგანიზატორებს მადლობას უხდიან.

„დღემ ლამაზად და ნაყოფიერად ჩაიარა. უპირველესად მადლობა მშობლებს!

მადლობა თითოეულ მოსწავლეს, სკოლის დირექტორს, მაია ფრიდონიშვილს, ხათუნა მასწავლებელს, ქალბატონ სალომეს გვერდით დგომისთვის“, - ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...