შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლაში ნიჭიერი, მიზანდასახული და მოტივირებული მოსწავლეები სწავლობენ.
ისინი, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში ერთვებიან.
აღსანიშნავია, რომ მე-9 კლასის სამი მოსწავლე, 2023 წელს, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებულ „სახვითი ხელოვნების კონკურსში“ მონაწილეობდა.
კონკურსში მიღებული წარმატებისთვის კი, მე-9 კლასის მოსწავლე დიეგო ხუჯაძე სიგელით დაჯილდოვდა.
სკოლა მოსწავლეს მიღწეულ წარმატებას გულითადად ულოცავს.
იხილეთ ფოტო: