
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა შემოდგომის დღე აღნიშნეს. მათ წელიწადის მიმდინარე სეზონზე ისაუბრეს და მისი თავისებურებებიც გამოყვეს.
შემოდგომის ნობათით, ფერად-ფერადი ფოთლებითა და შესაბამისი დეკორაციით გაფორმებულ გარემოში მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, ინფორმაცია გაცვალეს და სხვადასხვა შემოქმედებითი ნომერი გამართეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში სამახსოვრო ფოტოსესიაც მოეწყო.
იხილეთ ფოტოები: