ძველი ანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროფესიული კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნენ
29-11-2024

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. დირექციისა და პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში ერთვებიან. 

ამჯერად, სკოლის XI კლასის მოსწავლეები ეწვივნენ კოლეჯ „აისის“ დედოფლისწყაროს ფილიალს.

ვიზიტი დაიგეგმა საგნების: ხელოვნებისა და მოქალაქეობის პროექტული სწავლების ფარგლებში.

მოსწვლეები გაეცნენ პროფესიულ-საგანმანაგლებლო პროგრამებს, დაათვალიერეს კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

„ვიზიტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ინფორმირებას პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და შესაძლებლობებზე, რაც დაეხმარება მათ პროფესიის შერჩევისას გადაწყვეტილების მიღებაში“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

პროექტის ხელმძღვანელები არიან: ნინო ღვედაშვილი, შორენა ჯანიბეგაშვილი. XI კლასის დამრიგებელი კი ეთერ ტალიაშვილი გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203