აკეთის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს
29-11-2024

ზაზა ჩხაიძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლაში მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მოსწავლეები სწავლობენ. 

ისინი, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს თემატურად აღნიშნავენ. 

ამჯერად, მე-4 კლასის მოსწავლეებმა კლასის საათის ფარგლებში, ტოლერანტობის  საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მათ დამრიგებლის - სალომე ტოროტაძის დახმარებით, გაიაზრეს რას ნიშნავს იყო ტოლერანტი, შექმენს პოსტერი, დახატეს და ყველას მოუწოდეს, რომ ტოლერანტები იყვნენ.

დღემ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203