
თბილისის N118 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მათი შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენას დიდი ყურადღება ეთმობა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებიც აქტიურობითა და ნიჭიერებით გამოირჩევიან. ერთ-ერთი ასეთი IX3 კლასის მოსწავლე თიკა კაკულაშვილია.
ახლახან, სწორედ მისი მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. აღსანიშნავია, რომ მოსწავლის ნახატების სხვადასხვა თემატიკისაა და დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
თიკა კაკულაშვილის დამრიგებელი - მაია მოდრეკილაძე, ხოლო ხელოვნების მასწავლებელი მაია გულბანი გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: