„შემოდგომის ზღაპარი“- წალენჯიხის N6 სკოლის დაწყებითი კათედრის მასწავლებლებმა მოსწავლეებს დაუვიწყარი ზეიმი აჩუქეს 
29-11-2024

წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე ზრუნავენ. ამ მიზნით კი, სხვადასხვა თემატურ აქტივობას აწყობენ. 

„შემოდგომის ზღაპარი“ - ასე დაარქვეს დაწყებითი კათედრის მასწავლებლებმა აქტივობას, რომელიც 28 ნოემბერს პატარებს მოუწყვეს. 

მათ სცენა ნარინჯისფერი ფოთლებით მორთეს და შემოდგომის ტყის იმიტაცია შექმნეს. ამ ლამაზ ფონზე კი, მოსწავლეებმა მათთვის საყვარელი ზღაპრები წაიკითხეს. აღსანიშნავია, რომ პედაგოგებმა, მოსწავლეებთან ერთად, კეთილი მეზღაპრის როლი მოირგეს.

დღემ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა და ეს ღონისძიება მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203