სენაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ლამაზი ღონისძიებით გააცილეს
29-11-2024

გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის აქტივობები, რომლებიც სკოლაში იმართება.

ამჯერად, სკოლის მე-2 კლასში, პედაგოგ ნონა ფარულავას ხელმძღვანელობით, საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა.

მოსწავლეებმა ფერადი და ლამაზი ღონისძიებით შემოდგომა „გააცილეს“. მათ იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს. 

მეორეკლასელებმა ასევე, ღონისძიებაზე შემოდგომა წარადგინეს სამეგრელოს კუთხისთვის დამახასიათებელი ატრიბუტებით.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს.

იხილეთ ვიდეო ბმულზე 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203