„ჩემი სოფლის ტრადიციები და წეს-ჩვეულებები“- აშკალისა და რეხის საჯარო სკოლებმა ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გამართეს 
29-11-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალისა და რეხის საჯარო სკოლებს აქტიური სასკოლო საზოგადოება ჰყავთ. 

26 ნოემბერს აღნიშნულმა სკოლებმა ერთობლივი პროექტის პრეზენტაციის 1-ლი ნაწილი წარადგინეს, რომელიც რეხის საჯარო სკოლაში გაიმართა. პროექტის თემა იყო - „ჩემი სოფლის ტრადიციები და წეს-ჩვეულებები“.

პროექტს შემდეგი მიზნები ჰქონდა:

  • სოფლის ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია;
  • სოფლად არსებული ტრადიციული ხელსაქმის, მუსიკის, ცეკვისა და რელიგიური რიტუალების აღდგენა და განვითარება.

პროექტის პირველ ეტაპზე მოსწავლეებს სოფლად არსებული ტრადიციული საქმიანობები, ხელსაქმე და მათი ცხოვრების წესების თავისებურებები უნდა აღეწერათ. მოსწავლეებმა თავიანთ თემში ინტერვიუების ჩაწერა ადგილობრივ მაცხოვრებლებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან დაიწყეს. მათ შეაგროვეს ფოტო-ვიდეო მასალები და ტექსტები.

ამჟამად, აშკალის სკოლამ პრეზენტაცია - „სომხური ტრადიციები აშკალის თემში“ წარადგინა და დამეგობრებული სკოლის ეთნიკურად ქართველ ბავშვებს შემდეგი ადათ-წესები გააცნეს:

  • სომხური ქორწილი;
  • ტერენდეზი;
  • ვარდავარი/ვართავარი;
  • სურბ სარქისის/სურფ სარგისის დღესასწაული;
  • ზატიკი ანუ აღდგომა;
  • ტერის დღეობა.

„პროექტი ხელს შეუწყობს სოფლის ტრადიციების შენარჩუნებას როგორც რეხის, ისე აშკალის თემში და მათ პოპულარიზაციას. ეს მნიშვნელოვანი იქნება როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე მომავალი თაობებისთვის.

აშკალის საჯარო სკოლა და სკოლის მოსწავლეები მადლობას უხდიან რეხის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და სკოლის დირექტორს, ქალბატონ ნინო ლომაშვილს, მასპინძლობისათვის“,- ვკითხულობთ პროექტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...