„იყავი ჯანმრთელი!“ - მერენიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გრიპისგან თავდაცვის გზებზე საინფორმაციო პლაკატი დაამზადეს
29-11-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებმა ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელ ლიზა ჯეირანიანთან ერთად მოამზადეს საინტერესო პლაკატი თემაზე - „იყავი ჯანმრთელი!”.

მათ შეაგროვეს ინფორმაცია გრიპის და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ. ბავშვებმა ასევე, დაანზადეს პლაკატი, სადაც დაიტანეს მოძიებული ინფორმაცია გრიპის ვირსუზე, მის ნიშნებზე და თავდაცვის გზებზე.

აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203