ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალური თამაშის საქალაქო ტურში წარმატებით იასპარეზეს 
29-11-2024

ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ინტელექტუალურ თუ შემეცნებით კონკურსში დიდი მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეები გუნდური ინტელექტუალური თამაშის -„ტვინების ბრძოლა“ საქალაქო ჩემპიონატში მონაწილეობდნენ. 

„სკოლის V-IV კლასების მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ერთობლივი შრომა და ცოდნისადმი სიყვარული უდიდესი წარმატების საწინდარია“, - აღნიშნავენ სკოლაში.

U5 კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა V კლასის გუნდმა - „მოაზროვნეები“, ასევე წარმატებით იასპარეზა და შემდეგ ეტაპზე გადავიდა U8 კატეგორიაში VI კლასის გუნდი „შემოქმედი“.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ კიდევ ბევრ გამარჯვებას ულოცავენ.

„ვულოცავთ მათ ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ გამარჯვებას რეგიონალურ ტურში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203