
ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის ქალაქ წალენჯიხის N4 საჯარო სკოლაში ახალახან ინგლისური ენის კლუბი Speaking Stars ჩამოყალიბდა.
კლუბის მიზანია ინგლისური ენის ხარისხიანი და სიღრმისეული სწავლება.
კლუბის ფარგლებში პირველი გაცნობითი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეებმა საკუთარი თავი წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით. მოყვნენ საკუთარ ინტერესებსა და მიზნებზე.
კლუბს უძღვება ამავე სკოლის მოხალისე: ეკა კვარაცხელია. კლუბის ხელმძღვანელი კი ინგლისური ენის მასწავლებელი სალომე ზარქუა გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: