
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის საჯარო სკოლის მოსწავლეები ხშირად მიმართავენ სასწავლო ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა.
ახლახან, სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები „ნოღას ციხეს“ სტუმრობდნენ.
მოსწავლეებმა შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დაათვალიერეს, XVI–XVII საუკუნეებს ციხის ისტორია გაიხსენეს და ნაკლებად ცნობილი ფაქტები შეისწავლეს.
მოსწავლეებისთვის ექსკურსია, სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: