ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და სახალისო აქტივობებს სთავაზობენ და გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ.
მათ შორის აღსანიშნავის მე-4 კლასელთა მუსიკის შთამბეჭდავი გაკვეთილი, რომელსაც პედაგოგი ია ხურცილავა ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა გაკვეთილზე ქართული ხალხური საკრავები დაამზადეს. მოსწავლეებმა ააწყვეს - ლარჭემ-სოინარი, დაირა, სალამური, ქნარი, უძველესი მონოქორდი.
მოსწავლეებისთვის აქტივობა მეტად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. დავალებას წარმატებით გაართვეს თავი და საკუთარი ნამუშევრების საინტერესო პრეზენტაციაც გამართეს.
იხილეთ ფოტოები: