
თბილისის N104 საჯარო სკოლაში აქტიურად იმართება საინტერესო, შემეცნებითი და შემოქმედებითი შეხვედრები, რომლებშიც პროფესიონალი პედაგოგების ხელმძღვანელობით, მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან.
ამჯერად, მეორე კლასის მოსწავლეები სკოლის ბიბლიოთეკას ამაღლებული, სადღესასწაულო განწყობით ესტუმრნენ.
ბავშვებმა, ბიბლიოთეკაში მოისმინეს კლასის დამრიგებლის, ლამარა კაზარიანის, შესავალი სიტყვა. კლასის ხელმძღვანელმა ისაუბრა წიგნის შექმნის ისტორიაზე და წიგნის, როგორც ცოდნისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების წყაროს მნიშვნელობის შესახებ.
ბავშვებმა წაიკითხეს წიგნის, კითხვისა და ბიბლიოთეკისადმი მიძღვნილი ლექსები და პატივცემულ ბიბლიოთეკარს, ასმიკ ანტონიანს, სთხოვეს ჩაეწერა ისინი ახალგაზრდა მკითხველთა სიაში.
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა პირობა დადეს, რომ იქნებოდნენ აქტიური მკითხველები და წიგნებს მოეპყრობოდნენ სათანადო ყურადღებითა და პატივისცემით.
იხილეთ ფოტოები: